პლანშეტური კომპიუტერის Motorola Xoom-ის გაყიდვები სავარაუდოდ დაიწყება 2011 წლის 17 თებერვალს. ამ დღეს გამოჩნდება პლანშეტი Best Buy-ის სუპარკეტების ქსელში.
მოდელის ღირებულებაა $700, რაც საკმაოდ ძვირია.
შეგახსენებთ, რომ პლანშეტი წარმოდგენილი იყო CES 2011-ის გამოფენაზე (6–9 იანვარი, ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ). მოდელის არსენალში შედის: nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმა, 10,1-დიუმიანი დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 1280×800, ადაპტერი ფიჭურ ქსელებში სამუშაოდ, 32 გბ მეხსიერება და Android 3.0 ვერსიის ოპერაციული სისტემა.
გამოყნებულია Engadget-ის მასალები.

