nokia-ს ახალი დირექტორი სტივენ ელოპი (Steven Elop)

DigiTimes-ის გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, Nokia განიხილავს Google Android-ის გამოყენების შესაძლებლობას.

Nokia დასახელებული იყო იმ კომპანიების რიცხვში, რომლებიც გეგმავენ მოწყობილობების გამოშვებას მესამე ვერსიის Android (Honeycomb)-ის მართვის ქვეშ, რომელიც დამზადების პროცესშია. რამაც დამკვირვებლებს საფუძველი მისცა ევარაუდათ, რომ ტელეფონების ფინური მწარმოებელი, შესაძლოა ამზადებს პლანშეტურ კომპიუტერს Android-ის პალტფორმაზე.

სავარაუდოდ, სმარტფონების მწარმოებლები Android-პლანშეტებს წარმოადგენენ 2011 წლის პირველ კვარტალში. ჭორების თანახმად ოპერაციული სისტემა Honeycomb დააანონსებული იქნება მარტში.

Nokia-ს ამ ინფორმციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა აქამდე კომპანიაში ამბობდნენ, რომ დაინტერესებულები არიან სხვადასახვა პროგრამული პლატფორმების გამოყენებით თავის მოწყობილობებში, მაგრამ მათ რიცხვში არ შედიოდა Android.

გამოყნებულია DigiTimes-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.