კომპანია Razer-მა, წარმოადგინა არასტანდარტული სათამაშო მოწყობილობა — პორტატული კონსოლი Switchblade.
მოწყობილობის დემონსტრაცია შედგა 9 იანვარს CES 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა ლას-ვეგასში (ნევადა, აშშ).
სიახლე — მინი-ნოუთბუქის და პლანშეტის ერთგვარი ჰიბრიდი. კორპუსის ზედა მხარეს განთავსებულია 7-დიუმიანი სენსორული დისპლეი, რომელიც შესრულებულია მოცულობითი ტექნოლოგით, რომელსაც გააჩნია წერტილოვნი გარჩევადობა 1024×600 პიქსელი.
Switchblade-ის ქვედა ნახევარზე განთავსებულია კლავიატურა დინამიურად ცვალებადი პიქტოგრამული ღილაკებით. ღილაკებზე გამოისახება კონკრეტულად გაშვებული თამაშის შესაბამისი სამართავი პანელი. (იხ. სურათი).
გაჯეტს ექნება Atom-ის პროცესორი Wi-Fi ,3G, Mini HDMI, USB 3.0 და ბუდე ყურასასმენისთვის. ოეპრაციული სისტემა — Windows 7.
Switchblade ჯერ-ჯერობით მხოლოდ კონცეპტის სახით არსებობს; მოწყობილობის გამოსვლის თარიღი უცნობია.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=UiQ0AnlfBu4
წყარო: Razer.


