თებერვალში თამაშის, Resident Evil: Mercenaries Vs-ის iOS-ვერსიის რელიზი შედგება, იუწყება Capcom.
მოკლედ, თამაში მხოლოდ მობილური Apple-მოწყობილობებისთვის გამოვა − სმარტფონი iPhone, პლეერი iPod touch და პლანშეტი iPad. ინფორმაციას გამოსვლის ზუსტ თარიღსა და ფასის შესახებ, გვპირდებიან, რომ რელიზამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნებენ.
Mercenaries Vs — ზომბი-შუთერის, Resident Evil-ის მორიგი გაგრძელება. სიუჟეტის განსაკუთრებული ცვლილება მოსალოდნელი არ არის: მოთამაშემ უნდა მოკლას რაც შეიძლება მეტი ზომბი, რათა მიიღოს ქულების მაქსიმალური რაოდენობა. Mercenaries Vs-ის თამაში შეგვიძლია როგორც კოოპერატიულ რეჟიმში (ოთხი მოთამაშე ერთდროულად), ასევე მარტო, ხოლო პარტნიორებს ბოტები შეცვლიან.
თამაშის თრეილერი:
წყარო: VG247

