ვებ-წყაროებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ Samsung ამზადებს მეორე თაობის პლანშეტურ კომპიუტერს Galaxy Tab-ს. მოწყობილობას გააჩნია ორბირთვიანი პროცესორი ARM-ის არქიტექტურაზე. მიახლოებით ეს იქნება ან საკუთარი ჩიპი «სამსუნგი», ან nVidia Tegra-ს პლატფორმა. ოპრატიული მეხსიერების მოცულობა — 1 გბ; ხოლო ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა — 64 გბ-მდე.
7-დიუმიან ეკრანს აქვს, მაღალი გარჩევადობა, რომელიც შესრულებულია Super AMOLED ტექნოლოგიით. აღსანიშნავია ორი კამერა: 8-მეგაპიქსელიანი 1080p ფორმატის მხარდაჭერით, რომელიც მოთავსებულია უკანა პანელზე და 3-მეგაპიქსელიანი კამერა წინა პანელზე.
ასევე აღსანიშნავია 3G, Wi-Fi , Bluetooth 3.0, MicroSD სლოტი და რამოდენიმე სენსორის კრებული ( აქსელერომეტრი, გიროსკოპი, ელექტრონული კომპასი და ბარომეტრი).
თავიდან პლანშეტი გამოჩნდება Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემით, ხოლო შემდეგ, როგორც მოსალოდნელია Samsung გადავა Android 3.0-ზე (Honeycomb).
httpvhd://www.youtube.com/watch?v=F_malzsmJB4
გამოყენებულია ExpertReviews-ის მასალები.

