როგორც უამრავი ვებ-წყარო იტყობინება, ჩინურმა Lenovo-მ და იაპონური-მა NEC-მა შესაძლოა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი.
საუბარია კომპიუტერების ერთობლივ წარმოებაზე. სავარაუდოდ კომპანია Lenovo NEC-ის ქვეგანყოფილების, Personal Products-ის საკონტროლო პაკეტს შეიძენს. თუმცა, პარტნიორობის სხვა გზებიც არსებობს.
PC-ბიზნესის გაერთიანება Lenovo-ს იაპონიასა და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის გატანის გაცილებით მეტ შესაძლებლობებს მისცემს. დღეისათვის, IDC-ის მონაცემებით, ჩინური ვენდორი კომპიუტერების წარმოების მოცულობით, მსოფლიო მაშტაბით, რიგით მეოთხე ადგილზეა (10,4%), ხოლო იაპონიაში კომპანია მიზერულ წილს, ბაზრის 5-6%-ს ფლობს.
პარტნიორობა, ასევე ხელსაყრელია კორპორაცია NEC-თვისაც: ის ისევ შეძლებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რომელიც 2009 წელს შეწყდა. შეგახსენებთ, რომ 20%-ით NEC იაპონური PC-ბაზრის ლიდერია.
მოკლედ, ოფიციალური ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, ხოლო მისი პოტენციური მონაწილეები ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებენ.
წყარო: PC World

