კორპორაცია Sony-მ ა.შ.შ-ს ვაჭრობის საერთაშორისო კომისიას (ITC) გაუგზავნა სარჩელი LG Electronics-ის წინააღმდეგ.

ტელეფონების სამხრეთ კორეულ მწარმოებელს Sony-ს ტექნოლოგიების უკანონოდ გამოყენებაში ედება ბრალი. საჩივარი სულ რვა პატენტს ეხება: მობილური ტელეფონების მართვის საშუალებები, ნომრების სიის გამოსახულება, სიგნალის გადაცემა და სხვ.

Sony-ს მიაჩნია, რომ LG ამ ტექნოლოგიებს Lotus Elite-ში, Neon-ში, Remarq-ში, Rumor 2-ში, Xenon-ში და სხვა მოწყობილობებში იყენებს არაკანონიერად. კორპორაცია ITC-გან LG-ის პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ითხოვს. საჩივარი ასევე გაგზავნილია ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში.

LG, მთელს მსოფლიოში, ტელეფონების რიგით მესამე (Nokia-სა და Samsung-ის შემდეგ) მწარმოებელს წარმოადგენს. კომპანია Gartner-ის შეფასებით, სამხრეთ კორეულმა ვენდორმა 27,5 მლნ ტელეფონის რეალიზაცია მოახერხა, რაც ბაზრის 6,6%-ს შეადგენს. Nokia და Samsung შესაბამისად 28,2-სა და 17,2%-ს აკონტროლებენ.

წყარო: Bloomberg

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.