სარბოლო სიმულატორი Test Drive Unlimited 2 თებერვალში გამოვა

სარბოლო თამაში Test Drive Unlimited 2 (TDU 2), რომელსაც ფრანგული სტუდია Eden Games ამუშავებს, 8 თებერვალს ა.შ.შ-სა და კანადაში, ხოლო 11 თებერვალს ევროპაში გამოჩნდება.
გამომცემლობა Atari ბოდიშს იხდის თამაშის რელიზის რამდენჯერმე გადადების გამო და აზუსტებს, რომ პროექტი დასაბეჭდად 20 იანვარს გაიგზავნა. TDU 2 PC-ზე, Xbox 360-სა და PS3-ზე ერთდროულად გამოვა.
როგორც გამომცემლები იუწყებიან მოთამაშეს დიდი რაოდენობით ადრენალინი, დახვეწილი გრაფიკა და ზუსტი ფიზიკა ელოდება. დიდი ყურადღება დაეთმო TDU 2-ის ონლაინ რეჟიმში თამაშის სრულყოფას, ასე რომ დროა დავიპყროთ იბიცა და ოაჰუ...
თამაშის თრეილერი:
თამაშის სქრინშოთები:
წყარო: Eurogamer
დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2011 ·არქივის შესახებ
