ეს ხელით აწყობილი ელექტრომობილია, რომელსაც შეუძლია 550 კმ-ის გავლა ელემენტის ერთი დამუხტვით. ეს რეკორდია ასეთი კლასის მანქანებისათვის.

რეკორდსმენი ავტომობილი TGMY EV Himiko, წარუდგინეს პუბლიკის და სპეციალისტებს ელექტოძრავების ინდუსტრიის მიღწევების გამოფენაზე ტოკიოში EV & HEV Drive System Technology Expo, რომელიც ტარდებოდა 19-დან 21 იანვრამდე. ის შექმნა კერძო ავტომწარმოებელმა Mitsuoka Motors.

რეკორდსმენის წინამორბედი გამოჩნდა 13 წლის წინ. ის მუშაობდა ტყვა-მჟავის აკუმლატორზე და დატენვის გარეშე გადიოდა 150 კმ-ს. ახალ მანქანას უკვე ლითიომ-პოლიმერული ელემენტები აქვს. ელექტრომობილს აქვს 168 ელემენტი: 8 ბლოკი. ( ჩვეულებრივ ელექტრომობილების ბლოკი შედგება 7-8 აკუმლატორისაგან).

ელექტროობით “დატვირთულ” ავტომობილს მის წინამორბედ რეკორდსმენ — Tesla Roadster-ზე (Tesla Motors) 49 კილომეტრით მეტის გავლა შეუძლია. TGMY EV Himiko-ის ძრავის მუშაობის პარამეტრები არ კონკრეტდება. ცნობილია მხოლოდ  ის, რომ Mitsuoka Motors-მა გამოიყენა მის მიერ გამოშვებული ერთ-ერთი მოდელის Himiko-ის ძარა უკანა წამყვანთვლებიანი კუპე-როდსტერი 2 ლიტრიანი ბენზინის ძრავით და ექვსსაფეხურიანი სიჩქარის კოლოფით (ამბობენ, რომ ის საკმაოდ გავს Mazda MX-5-ს).

ელექტრომობილის ფასიც ჯერ-ჯერობით უცნობია, რაც ხელს არ უშლის Mitsuoka Motors მისი გაყიდვაში გამოსვლის თარიღად შემდეგი წლის შუა ნახევრის დასახელებას. სავარაუდოდ, მისი ძირითადი მყიდველები იქნებიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთი ქვეყნები: სწორედ იქ ყავს კომპანია პარტნიორები-დილერები.

დღევანდელამდე ელექტრომობილების ძირითად მინსად ითვლებოდა ხშირად დატენვის საჭიროება — ელემენტები ყოფნიდა 50–200 კმ-ზე. ეს ვერ შეედრება ვერცერთი ბენზინზე მომუშავე მანქანის გარბენს სავსე ავზით. თუმცა ისეთი ავტომობილების გამოჩენა, როგორიცაა TGMY EV Himiko, ნიშნავს სერიოზული კონკურენციის გაჩენას.

აი სწორედ ამის დასტური. ელექტრომობილების სეგმენტის ერთ-ერთმა პიონერმა შაი აგასიმ რამოდენიმე დღის წინ გააკეთა თამამი განცხადება, მან თქვა რომ 2020 წლისათვის, ელექტროობით მოქმედი ავტომობილები გაიყიდება იმაზე უფრო ხშირად ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მაგრამ მანამდე კიდევ ერთი პრობლემაა გადასაწყვეტი — დატენვის სადგურების ნაკლებობა.

TGMY EV Himiko-ის შესახებ:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=RFYvK82V0ns

გამოყენებულია DigInfo TV-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.