Internet

ვიკიპედია ათი წლის ხდება

შაბათს, 15 იანვარს, საერთაშორისო ონლაინ ენციკლოპედია ვიკიპედია დაარშებიდან ათი წლის თავს ზეიმობს.

პროექტი Wikipedia 2001 წელს გაეშვა, ახალგაზრდა ამერიკელის, ჯიმი უელსის მიერ. ჯეიმსის იდეას თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა: კრიტიკოსებს მოდელის სიცოცხლისუნარიანობაში ეჭვი ეპარებოდათ (რადგან ჩანაწერების რედაქტირება ნებისმიერ ვებ-მომხმარებელს შეუძლია), უთითებდნენ სტატიების შეცდომებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფონდ Wikimedia Foundation-ს ფინანსური პრობლემებიც გაუჩნდა...

ასე იყო თუ ისე, ათი წლის შემდეგ ვიკიპედია მსოფლიოში უმსხვილეს ინტერნეტ რესურსად გადაიქცა. ენციკლოპედიის მონაცემთა ბაზაში 260 ენაზე თარგმნილი 18 მლნ სტატია ინახება. ბოლო თვეში, Wikimedia-ს ფონდმა შეძლო $16 მლნ შემოწირულობის მიღება, რომელიც რესურსმა მიიღო არა კონკრეტული პირისგან, არამედ ქსელის მომხმარებლებისგან.

ვიკიპედიას სტატიების უდიდესი ნაწილილი ინგლისურ ენაზეა შესრულებული: 3,5 მლნ სტატიაზე მეტი. კიდევ ორი მილიონი — გერმანული და ფრანგული სეგმენტი.

იუბილე, მთელი მსოფლიოს დიდ ქალაქებში გრანდიოზული ზეიმით აღინიშნება!

დაბადების დღეს გილოცავთ ვიკი!

წყარო: PC World

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2011 ·არქივის შესახებ