უპილოტო საფრენმა აპარატმა Zephyr-მა, რომელიც მის ფრთებზე და კორპუსზე განლაგებული მზის ელემენტებიდან იღებს ენერგიას, ამ წელს სამი ახალი რეკორდი დაამყარა. ეს აპარატი შექმნილია სამეცნიერო-კვლევითი კომპანია Qinetiq-ის მიერ, რომელმაც ნამდვილად უნიკალური მოწყობილობა შექმნა, რომელიც ანგრევს ყველა ჩვენს აქამდე არსებულ წარმოდგენას უპილოტო თვითმფრინავების შესახებ.

რაც შეხება პირველ რეკორდს, ის ძალზედ შთამბეჭდავია — Zephyr-ი ჰაერში 336 საათის 22 წუთის და 8 წამის განმავლობაში გაჩერდა. ასე რომ, Zephyr-მა დაძლია თავისი პირველი რეკორდი — 10 დღის განმავლობაში უწყვეტი ფრენა. ფრენა 10 დღის შემდეგ იმის გამო არ შეწყვეილა, რომ რაიმე პრობლემა იყო, უბრალოდ შემქნელებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი ისედაც ნათელი იყო და აღარ იყო საჭირო Zephyr-ის ჰაერში კიდევ გაჩერება. საფრენი აპარატის ჰაერში ასეთი ხანგრძლივი მუშაობა შესაძლებელი გახდა საინეტრესო კონსტრუქციის წყალობით, რომელშიც გამოყენებულია ულტრათხელი მზის ელემენტები ფრთებზე და კუდზე. მზის პანელები დამზადებულია ამორფული სილიკონისაგან და სისქით არ აღემატება ქაღალდს. თვითონ თვითმფრინავი შექმნილია ნახშირბადის მილებისაგან.

მოწყობილობას შეუძლია ჰაერში ოთხი კილოგრამი ტვირთის აწევა. Zephyr-ს შეუძლია სხვადასხვა სფეროდან ბევრი დავალების შესრულება — მეტეოროლოგიური კვლევები, სხვადასხვა ტიპის დაზვერვები და ა.შ. სიმაღლეზე, რაზეც შეუძლია აპარატს ასვლა, იქ მისი დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

სწორედ სიმაღლეს ეხება მისი მეორე რეკორდი, რომელიც მოწყობილობამ ამ წელს დაამყარა. შემქმნელები ირწმუნებოდნენ, რომ Zephyr-ს შეუძლია 18 ათას მეტრზე ასვლა, თუმცა მან კიდე უფრო მაღლა შეძლო ასვლა — 21562 მეტრი, ეს აბსოლუტური რეკორდია ასეთი ტიპის საფრენი აპარატებისათვის.

ბოლო, მესამე რეკორდი — ამ უპილოტო აპარატმა თავის კლასის საფრენ აპარატებში ფრენის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა (მასა 50 დან 100კგ მდე).

გამოყენებულია inhabitat-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.