Jon Peddie Research-ის ანალიტიკოსებმა 2010 წელს გარფიკული პროცესორების მსოფლიო ბაზარზე ძალების გადანაწილება შეაფასეს.

მეოთხე კვარტალში, პლანეტას 113 მლნ ინტეგრირებული და დისკრეტული ვიდეოადაფტერი მიეწოდა. 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით ზრდამ 7,8% შეადგინა, ხოლო წლიური გამოთვლებით — მხოლოდ 4,3 %, სულ 432,2 მლნ ერთეული. შედარებისთვის: 2009 წელს, 2008 წელთან შედარებით, ბაზრის მოცულობა 11%–ით გაიზარდა.

გარფიკული პროცესორების ბაზარზე, 52,5%–ით, Intel უმსხვილეს მოთამაშედ რჩება. 2009 წლის მეოთხე მეოთხედთან შედარებით კომპანიამ 1,4% ზრდა უჩვენა, თუმცა კვარტალური გამოთვლებით, კორპორაციის წილები შემცირდა: სექტემბრის ბოლოს Intel ბაზრის 55,2%–ს ფლობდა.

AMD–მ, 24,2%–ით, როგორც წლიური ასევე კვარტალური გამოთვლებით, გაიმყარა პოზიციები ბაზარზე. 2009 წლის უკანასკნელ მეოთხედში კომპანია 21,7%–ს აკონტროლებდა, 2010 წლის მესამე კვარტალში — 23,0%–ს.

უმსხვილესი მიმწოდებლების სამეულს, 22,5%–ით nVidia ხურავს. ერთი წლით ადრე ეს კომპანია 26,5%–ს აკონტროლებდა, 2010 წლის მესამე მეოთხედში — 21,0%–ს.

ექსპერტების აზრით, გრაფიკული პროცესორების გაყიდვების ზრდის სუსტი დინამიკა პერსონალური კომპიუტერების მოთხოვნების შემცირებამ გამოიწვია. მათი აზრით, მომხმარებელთა ნაწილის ყურადღება პლანშეტურ კომპიუტერებზეა გადართული.

წყარო: Jon Peddie Research

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.