ბიზნესი

Android-სმარტფონების წლიური გაყიდვების მოცულობა, თითქმის, 900 პროცენტით გაიზარდა

კომპანია Gartner–მა 2010 წლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის ანალიზის რეზულტატები გამოაქვეყნა.

12 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 1,6 მლრდ ფიჭური აპარატი გაიყიდა, ეს მაჩვენებელი 2009 წლის რეზულტატთან შედარებით 31,8%–ით მეტია. წლიური გამოთვლებით, სმარტფონების გაყიდვების ზრდამ 70% შეადგინა, ხოლო მათი წილი მობილურების მსოფლიო ბაზარზე 19%–ს შეადგენს.

ლიდერის პოზიციას ისევ Symbian ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი 46,9%–დან (2009 წელი) 37,5%–მდე ჩამოვიდა. 2010 წელს 111,6 მლნ Symbian-კომუნიკატორი გაიყიდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ Android-მოწყობილობებზე მოთხოვნების კოლოსალურ ზრდას, რომელთა გაყიდვების მოცულობა თითქმის 900%–ით (888.8%) გაიზარდა — 6,8–დან 67,2 მლნ ერთეული. «გუგლფონების» წილმა, ერთი წლის განმავლობაში, 3,9–დან 22,7%–ს მიაღწია, რის შედეგადაც პლატფორმა Android, პოპულარობით, ნომერ მეორე მობილური OS გახდა.

47,5 მლნ გაყიდული კომუნიკატორით, Research In Motion ბაზრის 16,0%–ს ფლობს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2009 წელს ეს მაჩვენებელი 19,9%–ს შეადგენდა. მეოთხე და მეხუთე პოზიციაზე — Apple–სა და Microsoft–ის მობილური პლატფორმები, შესაბამისად 15,7 და 4,2% (14,4 და 8,7% 2009 წელს).

სხვა დანარჩენი მობილური ოპერაციული სისტემები, ერთად, ბაზრის 3,8%–ს ფლობენ.

წყარო: Gartner

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2011 ·არქივის შესახებ