ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს მომავალში (საუბარია წლებზე) Apple–ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება სამჯერ გაიზრდება.
უკანასკნელი მონაცემებით, Apple–ის აქციების ღირებულებამ თითქმის $358–ს მიაღწია, თუმცა ექსპერტების აზრით ეს მაჩვენებელი პიკისგან ჯერ კიდევ შორს არის. შემდგომ ზრდას კომპანიის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით iPad–პლანშეტი და კომუნიკატორი iPhone. გასულ კვარტალში Apple–ის ფინანსურმა მონაცემებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია: შემოსავალი — $20,34 მლრდ და სუფთა მოგება — $4,3 მლრდ; ეს მხოლოდ 2010 წლის მეოთხე კვარტალში.
ანალიტიკოსების აზრით, მომავალი ერთი წლის განმავლობაში Apple–ის აქციების ღირებულაბა, შესაძლოა, $460–470–მდე გაიზარდოს, ხოლო კომპანიის საბაზრო ბრუნვა $434 მლრდ–ს მიაღწევს. შედარებისთვის: დღეისათვის უმსხვილესი ნავთობ–გიგანტის, Exxon Mobil–ის აქციების ღირებულება, საერთო ჯამში, $423 მლრდ–ს შეადგენს.
ასე რომ, თუ ექსპერტების პროგნოზი გამართლდა, Exxon Mobil და სხვა მეგაკორპორაციები ლიდერობისთვის ვეღარ იბრძოლებენ, Apple პლანეტის უმთავარესი კომპანია გახდება.
წყარო: Daily Mail

