მიკროორგანიზმებს, რომლებიც სიღრმეებში ბინადრობენ, ენერგიას წყალბადის ფორმით ღებულობენ მინერალების საშუალებით.

ცნობილია, რომ ბაქტერიების რიცხვი, რომლებიც ზღვის ფსკერზე ცხოვრობენ, ძალიან დიდია. “საკვების” ერთ-ერთი წყარო აქ ორგანული ნივთიერებებია, რომლებიც ხვდება ზღვის ნალექის ფენებში, მაგრამ ავტორებს, რომლებიც  წარმოადგენდნენ დიდი ბრიტანეთის და გერმანიის უნივერსიტეტებს, აინტერესებდათ სხვა რამ — არაორგანული მინერალები.

მკვლევარებმა დააქუცმაცეს გავრცელებული მინერალები (კვარცი და სხვები) მიღებული მასა დაუმატეს ნალექს, რომლების ნაწილიც შეიცავდა მიკროორგანიზმებს. შემდეგ ეს ნაერთი გაახურეს 100˚C ტემპერატურამდე და აკვირდებოდნენ მომხდარ ცვლილებებს. შეგახსენებთ, რომ ასეთი ტემპერატურა არის 3-4 კილომეტრის სიღრმეზე.

როგორც აღმოჩნდა, ტემპერატურის აწევას 70 ˚C-მდე მოყვება წყალბადის გამოყოფა, მხოლოდ მიკროორგანიზმებიან წყალში და არა სტერილიზირებულ საკონტროლო ნიმუშებში. “როგოც ჩანს, თვითონ ბაქტერიები თამაშობენ გადამწყვეტ როლს ენერგიის გამოყოფაში, — აღნიშნა სამუშაოების ხელმძღვანელმა ჯონ პარკსმა (John Parkes) კარდიფის უნივერსიტეტიდან. — დიახ, წყალბადი და სხვა გაზები გამოიყოფა მიწისძვრების და სხვა გეოლოგიური აქტივობების ზონებში და ჩვენ ეს დაუკავშირეთ მინერალების თვისებებს, რაც ქიმიური რეაქციების კატალიზატორია — მაგალითად, წყლის დაყოფა წყალბადად და ჟანგბადად. მაგრამ არავის უფიქრია ის, რომ ეს შეიძლება იყოს ენერგია ბაქტერიებისათვის, რომელიც თავისთავად ახდენს პროცესის კატალიზირებას”.

მეცნიერების კოლეგები ცდების შედეგებს საინტერესოს უწოდებენ, მაგრამ არა საკმაოდ დამარწმუნებელს. იქიდან გამომდინარე, რომ ნიმუშებში რჩება ორგანული ნივთიერებები, იმის გარანტირება შეუძლებელია, რომ წყალბადი მოდის სწორედ მინერალებისაგან.

ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნებულია ჟურნალ Geology-ში.

გამოყენებულია ScienceNews-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.