RPG თამაში Dungeon Siege III მიმდინარე წლის მაისში გამოვა, იუწყება გამომცემლობა Square Enix: 27–ში ევროპაში, ხოლო 31–ში ა.შ.შ–სა და კანადაში.
სტუდია Obsidian Entertainment–ის ქმნილება გამოვა შემდეგი პლატფორმებისთვის: PC, PS3 და Xbox 360. Dungeon Siege–ის ორიგინალის ავტორი კრის ტეილორი (Chris Taylor) და მისი Gas Powered Games ამ შემთხვევაში მხოლოდ კონსულტაციას უწევენ დეველოპერებს.
თამაშის სრული სიუჟეტი დღემდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოთამაშეს სამეფო იბში მოუწევს წასვლა სადაც უძლიერეს ფრაქციებს შორის ბალანსი დარღვეულია «თქვენ მოგიწევთ ლეგენდარული 10 ლეგიონიდან ერთ–ერთით თამაში», — აზუსტებენ შემქმნელები.
თამაშის თრეილერი:
თამაშის სქრინშოთები:
წყარო: Eurogamer

