მაღალი გარჩევადობის სურათებმა დაამტკიცეს მთვარეზე როგორც მინიმუმ ერთი მიწისქვეშა გამოქვაბულის არსებობა.

გამოსახულებები, მიღებული აპარატ Lunar Reconnaissance Orbiter-ის კამერის მეშვეობით, მოწმობენ: რომ ადრე რაც ხვრელად ჩანდა მარუას გორაკში, სინამდვილეში წარმოადგენს ლავის მილში შესასვლელს. ანალოგიური წარმონაქმნები დედამიწაზეც გვხვდება.

65 მეტრის სისქის ხვრელი აღმოაჩინეს 2009 წელს. მას შემდეგ ორბიტალურმა კამერამ მას გადაუღო ოთხჯერ სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა განათებით. საბოლოოდ ეს პოტოები ძალიან ინფორმატიული გამოდგა. საბოლოოდ ზონდმა შეძლო გამოქვაბულის ინტერიერის დანახვა, მისი ფენოვანი კედლები და ჰორიზონტალური გასასვლელის არსებობა.

გამოქვაბულის სიღრმე მინიმუმ 36მ-ია, შესაძლოა, მომავალში კოსმონავტებისათვის ის გახდეს კოსმოსური გამოსხივებისაგან, მეტეორიტებისგან და ექსტრემალური ტემპერატურისაგან დამცავი, რომლებიც მათ ელით ზედაპირზე.

მომავალი კვლევებიდან გაირკვევა, თუ რამდენად შორს მიდის დაკლაკნილი გასასვლელი და არის თუ არა ეს გამოქვაბული რთული მიწისქვეშა გვირაბების სისტემის ნაწილი, რომელიც ათასობით კილომეტრს მოიცავს, თუ ეს იზოლირბული წარმონაქმნია.

გამოყენებულია Wired UK-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.