ამერიკელი ბიოლოგი ამტკიცებს, რომ სამხრეთამერიკელი ხის ბაყაყების ქვედა კბილების ქვედა კბილების ქონა ეწინააღმდეგება ევოლუციური თეორიას.
1983 წელს ბელგიელმა პალეონტოლოგმა ლუი დოლომ ჩამოაყალიბა კანონი, რომლის თანახმადაც, ორგანიზმს არ შეუძლია დაუბრუნდეს იმ დგომარეობას რომელიც მან გაიარა ევოლუციური განვითარებისას, თუნდაც ნაწილობრივ. ხოლო მკვლევარი ჯონ ვინსი სტოუნ-ბრუკის უნივერსიტეტიდან ნიუ-იორკში თვლის რომ ეს შესაძლოა.
ასეთ დასკვნამდე ბიოლოგი ფილოგენეტიკური კვლევების დროს მივიდა, ის იკვლევდა ნარჩენებს და დნმს ამფიბიების 170 სახეობის. მისი თქმით, Gastrotheca guentheri-ის შორეული წინაპრებმა კბილები დაკარგეს 230 მილიონი წლის წინ, ხოლო ამ სახეობას… მან ის წარმატებულად აღიდგინა ბოლო 20 მილიონ წელიწადში.
ეს სახეობა ბინადრობს ანდებთან და კოლუმბიაში, ის არის ერთადერთი, რომელსაც მთელი ქვედა ყბა აქვს: ზოგიერთ სხვას აქვს მხოლოდ ზედა კბილები. Gastrotheca-ის ჯიშის წარმომადგენლება ასევე ცნობილები არიან იმით, რომ ჩანთოსნების მსგავსად მას შთამომავლობა სპეციალური “ჩანთაში” გამოყავს.
ზედა კბილების არსებობაც მოწმობს “უკუ-ევოლუციის” მექანიზმის არსებობას, ვარაუდობს ბატონი ვინსი. ის ასევე ახსენებს სხვა მსგავს აღმოჩენებსაც. საუბარია დაკარგულ და ისევ აღდგენილ სხეულის ნაწილებზე ზოგიერთ მწერებში, მოლუსკებში და ქვეწარმავლებში. როგორც სპეციალისთი თვლის ეს დოპლოს კანონის უმცირესი ნაწილია.
ჯონ ვინსის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Evolution-ში.
გამოყენებულია ბი-ბი-სის მასალები.

