ნახევრგამტარების ინდუსტრიის ასოციაციამ (SIA) 2010 წლის მეოთხე კვარტლის ნახევარგამტარული მიკროსქემების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასა.

ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მწარმოებლებმა $75,5 მლრდ–ის მიკროსქემების რეალიზება შეძლეს. ეს მაჩვენებელი კვარტალური გამოთვლებით 4%–ით ნაკლებია, ხოლო წლიური გამოთვლებით — 12,2%–ით მეტი.

ანალიტიკოსების აღნიშნავენ, რომ 2010 წელს ნახევარგამტარული პროდუქციის ყველა კატეგორია ორმაჩვენებლიანი პროცენტით გაიზარდა. ბაზრის საერთო მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს, $298,3 მლრდ–ს მიაღწია. ეს, დაახლოებით 32%–ით მეტია 2009 წლის რეზულტატთან შედარებით ($226,3 მლრდ).

უმსხვილეს ბაზრად აზია–წყნარიოკეანის რეგიონი რჩება, სადაც 2010 წელს ნახევარგამტარული პროდუქციის გაყიდვების მოცულობამ $160 მლრდ–ს მიაღწია. $53,7 მლრდ–ით მეორე ადგილზე ამერიკული ბაზარი გავიდა, ევროპაში $38,1 მლრდ–ის პრდუქციის რეალიზება მოხერხდა, ხოლო იაპონიამ წელი $46,6 მლრდ–იანი რეზულტატით დაასრულა.

SIA-ში მიაჩნიათ, რომ 2011 წელს ზრდის ტემპი შენელდება და 9%–მდე ჩამოვა.

წყარო: ნახევრგამტარების ინდუსტრიის ასოციაცია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.