AppleAndroidბიზნესიSamsung

Google Android სწრაფი ტემპებით იძენს პოპულარობას პლანშეტების მსოფლიო ბაზარზე

კომპანია Strategy Analytics–ის შეფასებით, Google Android–ის პლანშეტური კომპიუტერების წილი გასული წლის ბოლო მეოთხედში, 2010 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ათჯერ გაიზარდა.

ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 2,1 მლნ Android–პლანშეტი გაიყიდა. შედარებისთვის: მესამე კვარტლაში ამ მოწყობილობების მოწოდება 100 ათას შეადგენდა. ბაზარზე, ამ OS-ის პლანშეტების წილი 2,3–დან 22%–მდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის მესამე მეოთხედში Apple პლანშეტური ბაზრის 95%–ს აკონტროლებდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 75%–მდე ჩამოვიდა. iPad–ის მიწოდების რაოდენობამ 7,33 მლნ ერთეულს მიაღწია, ანუ 2010 წლის მესამე მეოთხედთან შედარებით 74%–ით გაიზარდა.

დღეისათვის ყველაზე გაყიდვად Android-პლანშეტს კომპანია Samsung–ის Galaxy Tab წარმოადგენს, რომლის გაყიდვების მოცუობამ 2 მლნ ერთეულს გადააჭარბა. უახლოეს მომავალში «გუგლპლანშეტების» წარმოებას, სხვა, ისეთი მსხვილი კომპანიებიც აპირებენ, როგორიცაა Motorola. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ Apple iOS–სა და Android–ის პლანშეტური კომპიუტერების საბაზრო წილები 2012 წლისათვის გათანაბრდება.

წყარო: Bloomberg

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2011 ·არქივის შესახებ