კომპანია Google-მა განახლებული ბრაუზერის, Chrome 9-ის სტაბილური ვერსიის გამოსვლის შესახებ განაცხადა.
ვებ-ბრაუზერი მწარმოებლების მხრიდან ხასიათდება როგორც პროდუქტი გაზრდილი მწარმოებლობით, WebGL-ის მხარდაჭერით.
განახლებული Chrome-ის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა — ფუნქცია Chrome Instant, Google-ის «მყისიერი ძებინის» ანალოგი. მომხმარებელმა საკმარისია დაიწყოს ხშირად გამოყენებადი ვებ-გვერდის მისამართის აკრეფვა, რომ ის ავტომატურად ჩაიტვირთება ბრაუზერში.
გარდა ამისა, Chrome 9-ში ინტეგრირებულია მაღაზია Chrome Web Store, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის უამრავი პროგრამა, თამაშები, ბრაიზერის თემები და ა.შ. თუმცა ჯერჯერობით სერვისი მხოლოდ ა.შ.შ-შია ხელმისაწვდომი.

