AndroidHardware

ცნობილია HTC Desire 2-ის მახასიათებლები

ინტერნეტში გამოჩნდა არაოფიციალური ინფორმაცია HTC Desire 2-ის მახასიათებლების შესახებ, რომელიც წარმოდგენილი იქნება Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე (14–17 თებერვალი, ბარსელონა, ესპანეთი).

მოდელი ექბება: 3,7-დიუმიან სენსორულ დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 480×800, რომელიც შესრულებულია Super TFT ტექნოლოგიით, 512 მბ ოპერატიული მეხსიერება, 5-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, შუქდიოდური გაელვებით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში, ასევე 4-გიგაბაიტი მეხსიერება, Wi-Fi, Bluetooth 2.1+EDR, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები და აქსელერომეტრი. Desire 2-ის წინა პანელზე განთავსებულია 2-მეგაპიქსელიანი კამერა ვიდოზარებისთვის.

მოდელის აპარატული პლატფორმაა Qualcomm QSD8250-ის გიგაჰერციანი ჩიპი, ხოლო პროგრამულ პლატფორმად გამოყენებული იქნება Android 2.3 ვერსიის ოპერაციული სისტემა.

გამოყნებულია Pocketnow.com-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2011 ·არქივის შესახებ