მსოფლიო მობილურ კონგრესზე ბარსელონაში (MWC) კომპანია HTC-მ მისი პირველი პლანშეტი HTC Flyer წარმოადგინა. ეს არის არც ისე დიდი 7 დიუმიანი (1024×600) პლანშეტი წონით 415 გრამი, რომლის კორპუსიც შესრულებულია ალუმინის ერთი ნაჭრისაგან (უნობოდი)

პლანშეტი აგებულია System-On-Chip Qualcomm MSM8255-ზე პროცესორის ბირთვით Qualcomm Scorpion, რომელიც მუშაობს 1.5 გიგაჰერცი სიხშირით. ვიდეო აქსელერატორის როლში Adreno 205-ია გამოყენებული, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გრაფიკული პროცესორი ამ ბაზარზე.
მოწყობილობას აქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 32 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება, რომლის გაზრდაც microSD ბარათის საშუალებითაა შესაძლებელი. 5 მეგაპიქსელიანი კამერა აღჭურვილია, როგორც ავტო ასევე თაჩ ფოკუსით, ხოლო ვიდეო ზარების განსახორციელებლად გაჯეტს 1.3 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერაც აქვს. WiFi ქსელების მხარდაჭერის გარდა მას აქვს Bluetooth 3.0 და GPS ნავიგაციის მოდული. ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება HSPA/EDGE/GPRS მობილურ ქსელებში.
მიუხედავად აპარატული სიმძლავრისა HTC-ის პლანშეტის უმთავრეს ინოვაციად ითვლება პროგრამული უზრუნველყოფა და თანამდევი სერვისები. HTC Flyer დაკომპლექტებულია “ყველაზე ნამდვილი” მოცულობითი სტილუსით და აქვს HTC Scribe ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიით არა მარტო საბაზისო ფუნქციონალია გათვალისწინებული, როგორიცაა ხატვა და მართვის ელემენტებთან ურთიერთქმედება, არამედ შესაძლებლობას იძევა შევიყვანოთ სრულფასოვანი ტექსტური ჩანაწერები და დავასინქრონოთ ისინი შესაბამის ხმოვან ჩანაწერთან. ამის გარდა ამ ყველაფრის სინქრონიზაცია თქვენს Evernote ანგარიშთან იქნება შესაძლებელი.

სერვისი HTC Watch წარმოგიდგენთ წვდომას ათობით ათას ონლაინ ფილმთან, ხოლო OnLive ღრუბლის სერვისით წვდომა გექნებათ უამრავ PC თამაშზე. აღნიშნული სერვისების ხელმისაწვდომობა საქართველოს ტერიტორიაზე კითხვის ნიშნის ქვეშაა, ვინაიდან კონტენტის ლიცენზირების საკითხები საკმაოდ რთული მოსაგვარებელია ხოლმე ასეთ შემთხვევებში.
სიახლე იმუშავებს Android Gingerbread ოპ. სისტემის მართვის ქვეშ. საფირმო ინტერფეისი HTC Sense სპეციალურად იქნა გადამუშავებული და დახვეწილი პლანშეტური კომპიუტერისათვის. Android Honeycomb ვერსიაზე გადასვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის მეორე კვარტალისათვის.

პლანშეტის საცალო ბაზარზე გამოსვლა აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=v-x5zyrf_Ew
