Rhizanthella gardneri — ეს არის ლამაზი, გაქრობის პირას მყოფი ორქიდეა, რომელიც მთელი ცხოვრება მიწის ქვეშ ცხოვრობს. ის მიწის ქვეშ იფურჩქნება, რაც მას უნიკალურ მცენარედ აქცევს.
წინა წელს, რადიოაქტიული იზოტოპების წყალობით, მეცნიერებმა დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტიდან შეძლეს ეჩვენებინათ, რომ ორქიდეა ყველა მკვებავ ნივთიერებებს იღებს სოკოსგან, რომელიც პარაზიტის სახით არსებობს დროკის ერთ-ერთ სახესხვაობის ფესვზე, რომელიც დამახასიათებელია დასავლეთ ავსტრალიის სიღრმეებისათვის.
ახლა კი მკვლევარებმა გაშიფრეს Rhizanthella gardneri-ის გენომი. ნამდვილად თავის დროზე მოხდა ეს ფაქტი, რადგან ბუნებაში ამ ტიპის მხოლოდ 50 ცალი მცენარე დარჩა.
იმის მიუხედავად, რომ ის სრულიად მიწისქვეშა მცენარეა და მას არ აქვს ფოტოსინთეზის საშუალება და ასევე არ აქვს მწვანე ფოთლები, ის მაინც ინახავს ქლოროპლასტებს. “ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სხვა მცენარეებთან შედარებით ქლოროპლასტური გენების 70% დაკარგულია, — ყვება კვლევების წამყვანი ავტორი ეტიენ დელანუა. — დარჩა მხოლოდ 37. ეს ყველაზე პატარა ქლოროპლასტური გენომია”.
ცნობოლია, რომ ის ახდენს სხვა ფუნქციების კოდირებასაც, ფოტოსინთეზის გარდა, მაგრამ ნორმალური მცენარეების მაგალითზე მისი შესწავლა ძალიან რთულია. Rhizanthella gardneri-ში, ყველაფერი რაც არ არის აუცილებელი პარაზიტული ცხოვრების სტილისთვის, მოკვდა. დარჩა გენომის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც აუცილებელია ოთხი უმნიშვნელოვანესი ცილის წარმოქმნისათვის.
კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Molecular Biology and Evolution-ში.
გამოყენებულია PhysOrg-ის მასალები.

