კომპანია DisplaySearch–მა 2010 წლის მეოთხე კვარტლის პორტატული კომპიუტერების ბაზრის მოცულობა შეაფასა.
ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მოფლიოში, დაახლოებით, 59,6 მლნ მობილური PC გაიყიდა, რაც კვარტალური გამოთვლებით 8%–ით მეტია, ხოლო წლიური გამოთვლებით — 17%–ით.
ლიდერის პოზიციას, 17,2 %–ითა და 10,2 მლნ გაყიდული მოწყობილობით, Apple არავის უთმობს. თუ არ ჩავთვლით პლანშეტ iPad–ს, რომლის გაყიდვების მოცულობამ, წინა კვარტალში, 7,33 მლნ ერთეულს მიაღწია, სტივ ჯობსის კომპანია რეიტინგში მხოლოდ მეშვიდე ადგილზე იქნება.
მეორეზეა Hewllett-Packard, რომელმაც 9,3 მლნ პორტატული კომპიუტერის რეალიზება შეძლო, რაც ბაზრის 15,6%–ს შეესაბამება. 14%–ით სამეულს ხურავს Acer: სამი თვის განმავლობაში მან 8,4 მლნ მოწყობილობა გაყიდა.
შემდეგ მოდიან Dell და Toshiba შესაბამისად 9,9 (5,6 მლნ გაყიდული პორტატული კომპიუტერი) და 8,6% (5,1 მლნ).
წყარო: DisplaySearch

