NASA-ის კოსმოსურმა ობსერვატორია “კეპლერ“-მა აღმოაჩინა სისტემა ექვსი ეგზოპლანეტით, რომლებიც ბრუნავენ ვარსკვლავ Kepler-11-ის გარშემო.
ახალი პლანეტარული სისტემა NASA-ს ტანამშრომლებმა წარმოადგინეს პრეს-კონფერენციაზე, რომელიც მოწვეული იქნა მონაცემების პუბლიკაციისათვის, რომელიც ტელესკოპმა შეაგროვა 2009 წლის 12 მაისიდან 17 სექტემბრამდე. შეგახსენებთ, რომ “კეპლერი” ორიენტირებულია ტრანზიტული მეთოდით ეგზოპლანეტების ძებნისკენ ( ვარსკვლავების ნათების შემცირებით იმ მომენტში, როდესაც რაღაც ობიექტი გაივლის მათ ფონზე). ობსერვატორიის დაკვირვების არეალში ხვდება დაახლოებით ნახევარი მილიონი მნათობი, მაგრამ ის “მხოლოდ” 156 000 ვარსკვლავს აკვირდება.
წინა წილის ივნისში წარმოდგენილი იქნა “კეპლერის” მიერ ნაპოვნი 706 პლანეტა, რომელიც სავარაუდოდ ეგზოპლანეტებია. მეცნიერები შეგვპირდნენ მთლიანი ინფორმაცია გაეხმაურებინათ 2011 წლის თებერვალში და როგორც ვხედავთ ასეც მოიქცნენ. ეხლა პოტენციური პლანეტების საერთო რაოდენობამ აიწია 1235-მდე; მათგან 68 ზომით დედამიწის მსგავსია, 288 მიეკუთვნება “სუპერდედამიწის” კატეგორიას, 662-ს აქვთ ნეპტუნის მსგავსი რადიუსი, 165 სავარაუდო პლანეტა შეედრება იუპიტერს, ხოლო კიდევ 19 აღემატება მას სიდიდეში. ორმოცდა თოთხმეტი კანდიდატი იმყოფება თავისი ვარსკვლავის ე.წ დასახლებულ ზონაში, თან ხუთი ასეთი ობიექტის რადიუსი დედამიწისასთან ახლოსაა.
ჯგუფი 170 ვარსკვლავისგან, რომლებშიც აღინიშნებოდა არა ცალკეული პლანეტები, არამედ მთელი პლანეტარული სისტემების არსებობის ნიშნები, ამან ასტრონომების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ამ ჯგუფში შევიდა ყვითელი ჯუჯა Kepler-11, რომელიც ჩვენგან დაშორებულია 2 000 სინათლის წელიწადით. ვარსკვლავის დიდი მანძილით დაშორებულობის გამო ვერ მოხერხდა მისი გამოკვლევა სტანდარტული დოპლერის სპექტროსკოპიის მეთოდით, რომელიც “კეპლერის” მონაცემების შემოწმების და ვარსკვლავის “აწონვის” საშუალებას მისცემდა. პრობლემა გადაჭრეს კოსმოსიდან დიდი ხნის დაკვირვებით: მათ დაარეგისტრირეს პლანეტის ორბიტალური პერიოდის უმნიშვნელო რხევები, რომელიც გამოწვეულია მათი გრავიტაციების ურთიერთქმედებით, მეცნიერებმა ასევე შეადგინეს Kepler-11-ი სისტემის მოდელი და შეადგინეს მისი მახასიათებლების სავარაუდო კომპონენტები.
როგორც აღმოჩნდა, შიდა ხუთი ეგზოპლანეტის მასა ხვდება შემდეგ დიაპაზონში: დედამიწის 2,3 დან 13,5-მდე. მათი ორბიტალური პერიოდი ვარირებს 10 დან 47 დღემდე, ხოლო ეს ნიშნავს, რომ ხუთივე შესაძლოა მოთავსდეს მერკურის შემოსაზღვრულ ორბიტაში. მეექვსის მასა უცნობია და ვარსკვლავიდან დიდი მანძილიტაა დაშორებული, ის მის გარშემო ერთ ბრუნს ასრულებს 118 დღის განმავლობაში. პლანეტების რადიუსია – დედამიწის 2 დან 4,5-მდე.
“სისტემა Kepler-11 გასაოცრად კომპაქტურია, შეიცავს დიდი რაოდენობით ისეთ პლანეტებს, რომლებიც ახლოსაა ვარსკვლავთან, ხოლო მათი უველა ორბიტების კომპონენტები მკაცრად ერთ სიბრტყეზეა, — ამბობს სამუშაოების მონაწილე ჯერ ლისაუერი (Jack Lissauer), ეიმსის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი. — რათქმაუნდა, ვარსკვლავები ასეთი პლანეტარული სისტემით ძალიან იშვიათად შეგვხვდება. მაგრამ ამ ალბათობის, მხოლოდ ერთი ობიექტის შესწავლით დამტკიცება არ შეგვიძლია”. Kepler-11 ასევე იმითაც გამოირჩევა, რომ მისი ყველა ეგზოპლანეტა ჩამოუარდება დედამიწას ნითიერებების სიმყიფით და სტრუქტურირებული სავარაუდოდ ყინულოვანი პლანეტის ან გაზის გიგანტის სახით იქნებიან.
Kepler-11-ის დაკვირვებები გაგრძელდება მისი მისიის დასრულებამდე, რომელიც 2012წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. ” ამ დროის განმავლობაში ჩვენ დავაზუსტებთ ექვსივე პლანეტი მასების და ზომების შეფასებას, — ამბობს ბატონი ლისაუერი. — შესაძლოა ჩვენ სისტემის მეშვიდე კომპონენტის აღმოჩენაც შევძლოთ”.
სამწუხაროდ, “კეპლერთან” კავშირის სეანსმა პუბლიკაციამდე ზუსტად ერთი დღით ადრე წარუმატებლად ჩაიარა: როგორც გაირკვა ტელესკოპი დროულად “მოლოდინის” რეჟიმში შევიდა და ამ დროის განმავლობაში შეწყვიტა დაკვირვება. ამის მიზეზი შესაძლოა ორიენტაციის სისტემაში გარკვეული დაზიანებები იყოს, მაგრამ ინჟინერები ირწმუნებიან, რომ აპარატი მალევე დაუბრუნდება ნორმალურ მუშაობას.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=IWAR7bx51Zk
გამოყენებულია NASA-ის მასალები.


