მოწყობილობა, რომელიც ჯერ მხოლოდ ცალკე თავის სახით არსებობს, შეუძლია ადამიანის სახის გამომეტყველების და თვალების მოძრაობის გამეორება.
რობოტი Affetto წარმოადგენს 1–2 წლის ბავშვის მოდელს. ის განკუთვნილია ცოცხალ ძიძებთან სამუშაოდ, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ადამიანის და მექანიკური ქმნილების ურთიექრთქმედების შესწავლა იქნება შესაძლებელი. ეს თავისთავად მეცნიერებს მისცემს საშუალებას თვითსწავლებადი რობოტის შექმნის.
Affetto-ის შექმნით დაკავებულები არიან ახალგაზრდა მკვლევარეიბი ოსაკას უნივერსიტეტიდან (იაპონია) ჰისასი ისიჰარა და იუტირო იოსიკავა, რომლებიც პროფესორ მინორუ ასადის ლაბორატორიაში მუშაობენ. პროფესორი კურირებს პროექტს ERATO, რომლის ნაწილიც Affetto-ის გარდა კიდევ შვიდი რობოტიზირებული პლატფორმაა, რომლებიც 5 წლის ბავშვის იმიტაციაა.
თავის წინა ნაწილის მსგავსება ადამიანის სახესთან შესაძლებელი გახდა პნევმატური კუნთების გამოყენებით, რომელიც ადამიანის მიმიკის კოპირების საშუალებას იძლევა. თავს გააჩნია 12 თავისუფლების დონე. მისი გარსი დაფარულია მყარი მაგრამ მყიფე პლასტიკადით, რაც ადამიანის კანის სტრუქტურას იმეორებს.
თუმცა, ზედმეტმა ადამიანთან მსგავსებამ Affeto-ს შემთხვევაში შესაძლოა უარყოფითი როლი შეასრულოს — ფსიქოლოგიური ფენომენის “ბოროტი უდაბნო“-ის გამო. ეს ეფექტი აღწერს ზიზღს, რომელიც შესაძლოა წარმოექმნას ადამიანს მისი ძალიან მსგავსი რობოტის ან სხვა ჰუმანოიდური ობიექტის დანახვისას. ყოველ შემთხვევაში ამის შემოწმება შესაძლებელი იქნება შესაბამისი ტესტებით.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=Quai3SpKD08
httpvhd://www.youtube.com/watch?v=VXgKNFQE-4I
გამოყენებულია GetRobo-ის მასალები.

