გამოვიდა ახალი ექშენ–თამაში «პოლიცია», რომლის გამოსვლაზე საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზრუნა.
იუწყებიან, რომ თამაშის დამუშავება ნახევარი წელი გრძელდებოდა, თუმცა თუ რომელი სტუდია იყო ამ საქმით დაკავებული ჯერჯერობით უცნობია. პროექტი Unreal–ის ძრავზეა შექმნილი.
სახელწოდებიდან მიხვდებით, რომ თამაშის პოლიციის მძიმე შრომას ეხება. «მთავარი გმირები — პოლიციელები ებრძვიან კრიმინალს, მონაწილეობენ მძევლების განთავისუფლებაში, აკავებენ გამტაცებლებს…». ცნობილია, რომ პოლიციელები მხოლოდ ქართულ ენაზე საუბრობენ, ხოლო დამნაშავეები — «როგორც პოლიგლოტები», რუსულ და ინგლისურ ენებზე.
«ჩვეულებრივ კომპიუტერულ თამაშებში მთავარი გმირები არიან დამნაშავეები, რომლებიც კლავენ პოლიციელებს, ძარცვავენ ბანკებს და ა.შ, — ტელეკომპანია «იმედისთვის» მიცემულ ინტერვიუში განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. — ჩვენ შევქმენით «თამაში პირიქით», სადაც მთავარი გმირი — პოლიციელი დამნაშავეებს ექცევა ისე, როგორც კანონით არის გათვალისწინებული».
თამაშის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ.
წყარო: «ახალი ამბები – საქართველო»


ar gamoushviat jer es aris Pre alpha versia , gamoshvebamde 1 celi mainc aris darchenili