კომპანია Samsung-მა და ამერიკულმა ფიჭურმა ოპერატორმა MetroPCS-იმ დააანონსეს სმარტფონი Galaxy Indulge. პარტნიორების განცხადებით ეს არის პირველი «გუგლფონი» (მოდელი მუშაობს Android 2.2-ის მართვის ქვეშ) მეოთხე თაობის LTE სტანდარტის ქსელების მხარდაჭერით, რომელიც გაყიდვაში გამოვა ამერიკულ ბაზარზე. გარდა ამისა მოდელს გააჩნია CDMA ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.
Samsung Galaxy Indulge-ის არსენალში შედის: მოძრავი QWERTY-კლავიატურა, 3,5-დიუმიანი სენსორული TFT-ეკრანი, 3-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტი 32 გბ, Wi-Fi და Bluetooth მოდულები. ( კომპლექტში შედის 4-გიგაბაიტიანი ფლეშ-ბარათი თამაშით Ironman 2).
აპარატის პროგრამული პლატფორმაა Samsung Hummingbird-ის გიგაჰერციანი პროცესორი.
Galaxy Indulge-ის ღირებულება კონტრაქტის გაფორმების გარეშე შეადგენს $399.
გამოყენებულია MetroPCS-ის მასალები.

