AndroidHardwareSamsung

Samsung Galaxy Indulge: Android-სმარტფონი LTE ქსელების მხარდაჭერით

კომპანია Samsung-მა და ამერიკულმა ფიჭურმა ოპერატორმა MetroPCS-იმ დააანონსეს სმარტფონი Galaxy Indulge. პარტნიორების განცხადებით ეს არის პირველი «გუგლფონი» (მოდელი მუშაობს Android 2.2-ის მართვის ქვეშ) მეოთხე თაობის LTE სტანდარტის ქსელების მხარდაჭერით, რომელიც გაყიდვაში გამოვა ამერიკულ ბაზარზე.  გარდა ამისა მოდელს გააჩნია CDMA ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.

Samsung Galaxy Indulge-ის არსენალში შედის: მოძრავი QWERTY-კლავიატურა, 3,5-დიუმიანი სენსორული TFT-ეკრანი, 3-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტი 32 გბ, Wi-Fi და Bluetooth მოდულები. ( კომპლექტში შედის 4-გიგაბაიტიანი ფლეშ-ბარათი თამაშით Ironman 2).

აპარატის პროგრამული პლატფორმაა Samsung Hummingbird-ის გიგაჰერციანი პროცესორი.

Galaxy Indulge-ის ღირებულება კონტრაქტის გაფორმების გარეშე შეადგენს $399.

გამოყენებულია MetroPCS-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2011 ·არქივის შესახებ