სტივენ სპილბერგის (Steven Spielberg) ცნობილი ფანტასტიკის, «იურული პერიოდის პარკის» მიხედვით აპრილში საინტერესო ქვესთ–თამაში გამოვა.

სამადლობელი წერილიები შეგიძლიათ კალიფორნიის შტატში (ა.შ.შ) Telltale Games–ის სტუდიაში გააგზავნოთ. დეველოპერები იუწყებიან, რომ თამაში Jurassic Park მხოლოდ PC-სა და «მაკინტოშზე» გამოვა.

ქვესთი, სავარაუდოდ, რამდენიმე ეპიზოდად დაიყოფა. ეს Telltale–ის ტრადიციული ფორმატია, თუმცა სერიების რაოდენობას ჯერჯერობით არ ასახელებენ. მთლიანი თამაშის ღირებულება შეადგენს $29,99.

თამაშის სიუჟეტი კინოსურათის პირველი სერიის დამთავრების შემდეგ ვითარდება. კინოგმირებმა დატოვეს «ბოროტების სავანე», თუმცა შემდეგ გაირკვა რომ ვიღაც მაინც დარჩა დინოზავრებს შორის. ეს ვიღაც ვართ ჩვენ.

გარდა ამისა, Telltale Games–მა ორი ახალი თამაშის შესახებ განაცხადა. პირველი, რომელიც იწარმოება Image Comics–თან შეთანხმებით, დაკავშირებულია პოსტაპოკალიპტურ ზომბო–კომიქსსა და ტელეშოუ The Walking Dead–თან, ხოლო მეორე პროექტი კომპანია Vertigo–ს კიმიქსის, Fables–ის მოტივებზე იქმნება.

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.