

Apple-მა წარმოადგინა შემდეგი თაობის პლანშეტი iPad 2

რით განსხვავდება iPad 1-საგან:
– ახალი დიზაინი. ის 33%-ით თხელია და მისი სისქე 8.8 მილიმეტრს შეადგენს – უფრო თხელი ვიდრე iPhone 4. ის 10%-ით მსუბუქია წინამორბედზე. ახალი პლანშეტი ორ ფერშია წარმოდგენილი – თეთრი და შავი. გაყიდვაში პირველაი თეთი მოდელები იქნება მხოლოდ.

აღინიშნება წარმადობის საგრძნობი მომატება A5 ჩიპის წყალობით, რომელიც არის ორბირთვიანი პროცესორი. მისი გრაფიკული წარმადობა 9-ჯერ აღემატება A4-ის სიმძლავრეს.
– ორი კამერა. პირველი ვიდეოს იწერს 720p ხარისხში. ასევე შესაძლებელია განვახორციელოთ FaceTime ვიდეო-ჩატი.
– ჩაშენებული გიროსკოპი.
iOS 4.3
ახალი პლანშტში iOS-ის ახალი ვერსიია დაყენებული.
– საგრძნობლად არის გაზრდილი Safari-ის წარმადობა – ახლა მობილურ ვერსიაში გამოყენება JavaScript-ის ძრავა Nitro, რომელიც მანამდე Mac OS X-ში გამოიყენებოდა.
– iTunes Home Sharing. მომენტალური წვდომა ნებისმიერ iTunes ვიდეოსთან თქვენი კომპიუტერიდან და კონტენტის სტრიმინგი WiFi ქსელის საშუალებით.
– გაუმჯობესებული AirPlay
ახალი პროგრამები:
– Photo Booth
– iMovie უკვე iPad-ის ვერსია, რომელიც არის ვიდეო რედაქტორი რამოდენიმე აუდიო ბილიკის მხარდაჭერით, ახალი თემებით, AirPlay სერვისით, და კონტენტის პოპულარულ ვიდეო ჰოსტინგებზე განთავსებით.
– Garage Band. შეგიძლიათ შეაერთოთ გიტარა, აქვს 250 ბილიკი და სრულიად თავსებადია დესკტოპ ვერსიათსან.
ახალი აქსესუარები:
– HDMI გადამყვანი. 1080p მხარდაჭერით. ავტომატურად მუხტავს მოწყობილობას როცა უყურებთ ვიდეოს დიდ ეკრანზე.
– ახალი შალითები, რომლებიც ავტომატურად ააქტიურებს iPad-ს გახსნისას.

უცვლელი დარჩა:
– ეკრანი
– აკუმულატორის მუხტი
– ფასები (499$ -829)
დამატებითი დეტალები და სრული განხილვა ჩვენს საიტზე, უახლოეს დღეებში !

რა მაინტერესებს…
Flash – ი არ გვაქვს ხომ ისევ?
2) Facebook – ზე თუ შეიძლება აპლიკაციების გამოყენება
3) აიპედის შეერთება თუ შეიძლება დინამიკზე ? დიდი ხმა რო ქონდეს