პლანშეტები უტევენ! (Kim Kulish/Corbis–ის ფოტო).
კომპანია Gartner–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მიმდინარე და 2012 წლის პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის მოცულობის შესახებ.
ანალიტიკოსების შეფასებით, 2011 წელს, საერთო ჯამში, 387,8 მლნ დესკტოპი და ნოუთბუქი გაიყიდება. თუკი ექსპერტების პროგნოზი გამართლდა, გასულ წელთან შედარებით ზრდა 10,5%–ს შეადგენს.
2012 წლისთვის PC–ბაზრის მოცულობა, 2011 წელთან შედარებით, 13,6%–ით გაიზრდება და 440,6 მლნ ერთეულს მიაღწევს.
Gartner–ში აღნიშნავენ, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში PC-ბაზრის მოცულობის ზრდას ძირითადად ნოუთბუქები განსაზღვრავდა, თუმცა დღეისათვის ბაზრის ამ სეგმენტში გაყიდვების მაჩვენებელი ნელა, მაგრამ სტაბილურად ეცემა, რისი მიზეზიც სწრაფად მზარდის პლანშეტების სეგმენტია.
JP Morgan–ის შეფასებით, მიმდინარე წელს, მთელს მსოფლიოში, $26,1 მლრდ–ის ღირებულების 47,9 მლნ ერთეული პლანშეტი გაიყიდება. 2012 წელს გაყიდვებმა შესაძლოა 79,6 მლნ–ს მიაღწიოს, ხოლო მწარმოებლების შემოსავალი $35 მლრდ–ით გაიზრდება.
წყარო: Gartner

