Guitar Hero III: Legends of Rock კომპანია Activision–ის ყველაზე წარმატებული პროექტი  გახდა, იუწყება ანალიტიკური კომპანია NPD Group.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ეს თამაში ყველაზე მომგებიანია ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში. რითმ–არკადა, რომელიც სტუდია Neversoft–ში შეიქმნა, 2007 წელს PS2–ზე, PS3–ზე, Wii–ზე, Xbox 360–ზე, PC-სა და «მაკინტოშზე» გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ შტატებში, გაყიდვების მოცულობამ $830,9 მლნ–ს მიაღწია, რაც Call of Duty: Black Ops–ის (გამომცემლობა Activision) მანაცემებთან შედარებით, რომელიც რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, $43,5–მლნით მეტია.

შეგახსენებთ: თამაშ Guitar Hero–ს სერიებში მომხმარებელი მუსიკალური ჯგუფის ერთ–ერთი წევრის როლს ირგებს და ეკრანზე გამოსახული ნიშნების საშუალებით რითმულად აჭერს თითებს კონტროლერზე. თუ გაყიდვების რაოდენობას გადავხედავთ (გათვალისწინებულია მხოლოდ კონსოლები): ა.შ.შ–ში  11,62 მლნ ასლი გაიყიდა, ხოლო მთელს მსოფლიოში, დაახლოებით — 15,57 მლნ.

სიის მესამე ადგილზე ფიტნეს–სიმულატორი Wii Fit იმყოფება, რომელმაც კომპანია Nintendo–ს $736,6 მლნ მოუტანა. Wii Fit–ის თამაში მხოლოდ სპეციალური დაფის Balance Board–ის საშუალებით არის შესაძლებელი, ხოლო რითმ–არკადას კომპლექტში შედის პლასტმასის გიტარის მსგავსი სპეციალური მანიპულატორი.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=dNl7bX5UwGM

წყარო: Eurogamer.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.