ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის მკვლევარებმა დაამზადეს “ზემინიატურული” ვიდეოკამერა, რომელიც როგორც მოსალოდნელია გამოყენებული იქნება მედიცინაში, საავტომობილო ინდუსტრიაში და ა.შ.
მოწყობილობას აქვს კუბის ფორმა და მისი სიგრძე შეადგენს 1 მმ-ს. სიახლე არის მსოფლიოში ყველაზე პატარა ვიდეოკამერა.
გამოსახულების გადაცემის წერტილოვანი გარჩევადობა — 250×250 ანუ მიახლოვებით 0,063 მეგაპიქსელი.
მოწყობილობის ფასი სავარაუდოდ არ იქნება ძვირი. როგორც მოსალოდნელია მინი-კამერის მასიური წარმოება დაიწყება მომავალი წლიდან.
გამოყენებულია CNET-ის მასალები.

