ყველამ ვიცით, რომ ინტერნეტში ფართოდ არის გავრცელებული პლაგიატი. იპარავენ ტექსტებს, სურათებს, დიზაინსა და საიტების იდეას. აკოპირებენ თამაშებს, აპლიკაციებს სოციალური ქსელებიდან და თავად სოციალური ქსელებიც კი. და ეს ყველაფერი სრულიად დაუსჯელი რჩება, რადგან იურიდიული თვალსაზრისით პლაგიატის დამტკიცება საკმაოდ რთულია. თუ კოდი ოდნავ განსხვავდება ან სურათი ცოტათი შეცვლილია — ესეიგი უკვე არ არის კოპირება.

იდეის მოპარვისგან თავს არანაირი სიდიდის კომპანია არ იკავებს. რამდენიმე დღის წინ Mail.ru–მ გაუშვა ახალი თამაში «საძმო და ბეჭედი» რომელიც ძალიან გავს «ციხესიმაგრეს» (5 მლნ მომხმარებელი). როგორც ავტორი წერს საკუთარ ბლოგში, «ეს არ არის ჟანრის კოპირება, ეს ფაქტიურად თამაშის დაკოპირებაა. მოპარულია მთლიანი სათამაშო მექანიზმი და ეკონომიკა».

საკუთარი თავი წარმოიდგინეთ ამის ან ნებისმიერის პოპულარული პროექტის მენეჯერად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეკარით ენთუზიასტთა ჯგუფი, რომლებმაც მიზნის მისაღწევად ნახევარი წელიწადი თავდაუზოგავად იშრომეს. ან თქვენ გამოიტანეთ კრედიტი პანკიდან, რომელიც აუცილებლად უნდა დაფაროთ; და უცებ ჩნდება ისეთი კომპანია როგორიც არის Mail.ru და თქვენი ბიზნესი, ადვილი წარმოსადგენია, იხურება, იმიტომ რომ ასეთ გიგანტთან შეჯიბრება, ფინანსური თვალსაზრისით, თქვენ არ შეგიძლიათ.

თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავს სიტუაციაში?

One Response

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.