მაკაკა-მაგოტებს შეუძლიათ სურათზე თავისი ჯგუფის წევრზე მითითება. ეს შესაძლებლობა მათ ასაკთან ერთად უვითარდებათ: ახალგაზრდა მაგოტებს კი ეს არ შეუძლიათ.
როგორც გერმანიის პრიმატების შემსწავლელი ცენტრის მკვლევარები და გოტინგენის უნივერსიტეტის მკვლევარები იუწყებიან, მაკაკა-მაგოტებს ანუ ბერბერულ მაკაკას, თავისი მოძმეების ცნობა ფოტოსურათზე. იულია ფიშერმა და მისმა გუნდმა შეისწავლეს მაკაკების ქცევა ბუნებრივ გარემოში, ბუნების დაცვის ბაღში “როკამადურ” საფრანგეთის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. მკვლევარები იყენებდნენ ალბომს იმ ცხოველების ფოტოსურათებით, რომლებსაც აკვირდებოდნენ, იმისათვის, რომ უკეთ გაერჩიათ ისინი ერთმანეთისაგან. ისე მოხდა, რომ ერთ-ერთმა მაკაკამ მოიპარა ეს პოტოალბომი და დაიწყო მისი დათვალიერება. სწორედ ამ მომენტში მოუვიდათ მეცნიერებს აზრად იმის შემოწმება თუ შეძლებდა მაკაკა თავისი მოძმის ცნობას სურათზე.
ექსპერიმენტი მარტივი იყო: მკვლევარები აჩვენებდნენ მაკაკებს თავისი “მეგობრების” და უცხო მაიმუნების სურათებს. ამ დროს შეამჩნიეს საინტერესო დეტალი: ზრდასრული მაკაკები, როდესაც მათ ნაცნობის ფოტოს ანახებდნენ სულ ცოტა ხანს უყურებდნენ მას და შემდეგ ტრიალდებოდნენ. ხოლო უცნობის პოტოს შემთხვევაში კი საკმაოდ დიდ ხანს აკვირდებოდნენ. “ანუ მაიმუნებს თავისი ჯგუფის წევრების სახეზე ცნობა შუძლიათ”, — ასკვნის პროფესორი ფიშერი.
მოზარდი მაიმუნები სხვაობას ვერ ხედავდნენ ნაცნობ და უცნობ მაკაკების ფოტოებს შორის: ისინი ერთნაირ ინტერესს ავლენდნენ ყველა სურათის მიმართ. მეტიც, მათ უჩვეულო დაინტრინტრიგებულობას ემატებოდა აღელვება. ახალგაზრდებმა აშკარად არ იცოდნენ თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ასეთ სიტუაციაში. ზოგიერთი მათგანი ესალმებოდა კიდეც სურათებს, პირით დამახასიათებელ ხმებს გამოსცემდნენ.
“ამ ყველაფრის ნახვა კიდევ უფრო გასაკვირი იყო იმის გამო, რომ მაიმუნებს არასოდეს ქონიათ ფოტოსურათთან შეხება და საერთოდ გამოსახულება არ ჰქონდათ ნანახი, — ამბობს ქალბატონი ფიშერი. — ასეთი საქციელი გარეულ, არალაბორატორიულ ცხოევლებში ჩვენთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო”. ყველაზე გასაოცარი მთელს ექსპერიმენტში არა ახალგაზრდა მაკაკების რეაქცია, არამედ ის იყო, რომ მაიმუნებმა შეძლეს გაეცნობიერებინათ გამოსახულებასა და რეალობას შორის. კიდევ ის, რომ მაგოტებში ეს შსაძლებლობა ასაკთან ერთად ჩნდება ახლებურად შეგვახედებს პრიმატების ქცევასა და კოგნიტურ შესაძლებლობებზე.
სტატია, კვლევის შედეგებით გამოქვეყნებულია ჟურნალ Animal Cognition-ში.
გამოყენებულია ბი-ბი-სის მასალები.

