16 მარტისთვის დაგეგმილი, MotorStorm: Apocalypse–ის ევრო და იაპონური ვერსიის რელიზი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
გამომცემლობა Sony Computer Entertainment–მა განაცხადა, რომ პროექტის რელიზის გადადების მიზეზი თამაშის სიუჟეტისა და იაპონიაში, მძლავრი მიწისძვრისგან გამოწვეული ტრაგედიის მსგავსება გახდა. «მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რეგიონში თამაში უკვე ხელმისაწვდომია, ჩვენ ვწყვეტთ პროდუქტის შემდგომ მიწოდებას, ხოლო ყველა სარეკლამო მასალა განადგურდება», — იუწყება გამომცემლობა. შეგახსენებთ, რომ 12 მარტიდან, თამაში ჯერჯერობით მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში იყიდება.
Apocalypse–ის სიუჟეტი ჩრდილოამერიკის ერთ–ერთ ქალაქში ვითარდება, რომელიც მაშტაბურ ბუნებრივ კატასტროფას განიცდის. ირგვლივ ყველაფერი ფეთქდება და ინგრევა, ხოლო ჩვენ ვმონაწილეობთ გადარჩენისთვის რბოლაში.
Evolution–ის დამუშავებული თამაში მხოლოდ PS3–ზე გამოვა.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=G8LUM0Vi4zI
წყარო: Eurogamer

