8 თვიანი ბეჯითი შრომის შემდეგ დეველოპერების და ენთუზიასტების ჯგუფმა 10 მარტს წარმოადგინა ღია ოპერაციული სისტემის openSUSE-ს მორიგი რელიზი 11,4.

დისტრიბუტივი ბაზირებულია Linux-ის 2.6.37 ვერსიის ბირთვზე, რომელიც გამოირჩევა გაუმჯობესებული ვირტუალური მეხსირების მართვით, შეუძლია იყოს უფრო მოქნილი და დინამიური მრავალი ამოცანის ერთდროული შესრულებისას. ახალი ბირთვში ასევე არის აპარატურის უკეთესი მხარდაჭერა, ჩადებულია Broadcom-ის უკაბელო ქსელების ღია დრაივერები, Wacom-ის სახატავი პლანშეტების უკეთესი მხარდაჭერა. ბევრი ახალი მოწყობილობისა და ძველი მოწყობილობების ახალი დრაივერებით. ასევე არის Xorg-ისა და Mesa-ს უახლესი დრაივერების პაკეტი რაც გამოიყენება უკეთესი 2D და 3D აქსელერაციისათვის.

გამოიყენება გრაფიკული ჩატვირთვის უახლესი სისტემა gfxboot 4.3.5, ასევე VirtualBox და qemu-kvm ვირტუალიზაცია. Vixie Cron შეიცვალა Cronie 1.4.6-ით რომელსაც აქვს PAM-სა და SELinux უსაფრთხოების ფრეიმვორკების მხარდაჭერა. ექსპერიმენტულ დონეზე გამოიყენება GRUB2 და systemd

ZYpp პაკეტების მართვის სისტემა წარმოადგენს MultiCurl ბექენდს, zsync გადაცემისა და Metalink ჩამოტვირთვების მხარაჭერით, რაც ერთდროულად მრავალი სერვერიდან ჩამოტვირთვის საშუალებას გვაძლევს. ასევე კონკრეტული პაკეტის მხოლოდ შეცვლილი ნაწილის ჩამოტვირთვას ახლორციელებს რაც აჩქარებს განახლების პროცესს და ამცირებს დატვირთვას რეპოზიტორიების სერვერებზე.

ახალ ოპ. სისტემაში შეგიძლიათ გამოიყენოთ KDE Plasma Desktop 4.6 და Gnome 2.32 რომელიც ორივე აღჭურვილია სამ განზომილებიანი ეფექტებითა და  გამოირჩევა სამომხარებლო ინტერფეისის დახვეწილი სტილით. ასევე Gnome Shell ინტერფეისი Gnome 3-ის შემდეგი რელიზიდან !

დისტრიბუტივში შევიდა ახალი საოფისე პაკეტი LibreOffice 3.3.1

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ openSUSE უფასოდ ან იყიდოთ ის შესაბამის შეფუთვაში, სადაც გექნებათ საშუალება მიიღით 90 დღიანი დახმარება ინსტალაციაში, DVD დისკები და მცირე სამომხამრებლო ინსტრუქცია დამწყებთათვის 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.