HardwareSamsung

Samsung E2652 Champ Duos: ტელეფონი თაჩსქრინით და ორი სიმბარათის ბუდით

კორეულმა კომპანია Samsung-მა გამოუშვა მობილური ტელეფონი ორი სიმბარათის ბუდით –– E2652 Champ Duos.

სიახლეს აქვს ორ ფიჭურ ქსელში ერთდროულად მუშაობის მხარდაჭერა GSM/GPRS/EDGE 900/1800/1900 მჰც.

მოდელის ორი ვარიანტი იქნება ხელმისაწვდომი –– E2652 Champ Duos და E2652W Champ Duos. მეორე მოდიფიკაციას დამატებული აქვს Wi-Fi.

ორივე ვერსიის არსენალში შედის: 2,6-დიუმიანი სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით (QVGA), კამერა 1,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით, Bluetooth 2.1+EDR ვერსიის მოდული, 50 მბ ინტეგრირებული მეხსიერება, MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათს სლოტი, მუსიკალური ''ფლეერი'', FM-ტუნერი პირდაპირი ეთერის ჩაწერის ფუნქციით და RDS მხარდაჭერით, ასევე აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 000 მა/სთ.

ინფორმაცია ღირებულების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Samsung-ის მასალები.

 

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 13 მარტი, 2011 ·არქივის შესახებ