პირველი სახის შუთერის Homefront–ის დაგეგმილ დროზე გამოსვლას ხელს უკვე ვეღარაფერი შეუშლის: «თამაში დასაბეჭდად გაიგზავნა», — იუწყება გამომცემლობა THQ.
«Homefront ჩვენი ყველაზე წარმატებული პროექტი უნდა გახდეს, რადგან Kaos–ის დეველოპერებმა სამი წელიწადი დახარჯეს იმისთვის, რომ დაძაბული ერთმომხმრებლიანი კამპანია და მულტიფლეიერი რეჟიმი შეექმნათ», — აცხადებს გამომცემლობა. პროექტი PS3–ზე, Xbox 360–ზე, PC-სა (გადატანაზე Digital Extremes–მა იზრუნა) და OnLive–ის სერვისისთვის გამოვა. 15–ში Homefront ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, 17–ში — ავსტრალიაში, ხოლო 18 მარტს — ევროპაში.
თამაშის სიუჟეტი ახლო მომავალში ვითარდება, მაშინ როცა პლანეტა მძლავრმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. ა.შ.შ–ს ეკონომიკა მთლიანად განადგურდა, ხოლო თავად ქვეყანა სხვების გავლენის ქვიშ ხვდება… ატომური იარაღის გამოყენებით კორეელებმა შეერთებული შტატების დასავლეთი მიითვისეს. ჩვენ, სამოქალაქო წინააღმდეგობის ერთ–ერთ წევრს, მოგვიწევს მოწინააღმდეგესთან ბრძოლა და და ქვეყნის ამხანაგ კიმ ჩჟონ ინისგან განთავისუფლება…
სხვათა შორის, გამომცემლობა უკვე თამაშის ახალი სერიის შექმნაზე ფიქრობს. იუწყებიან, რომ Homefront–ის გაგრძელებაზე სტუდია Kaos და მონრეალის THQ იზრუნებენ.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=D5yyWZ2Z6Ps
თამაშის სქრინშოთები:
წყარო: VG247

