გაწელილი მკვრივი გაზების და მტვრის გროვა განლაგებულია სურათის ცენტრში.
მსგავსი კოლონები გამოსახულია ძალიან ცნობილ ფოტოზე “Eagle Nebula“, რომელიც გადაღებულია “ჰაბლ”-ის მიერ (იხ. სურათი ქვემოთ). მართალია WISE-ის ფოტოზე გამოსახული კოლონები იმდენად შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ თავისი რეალური ზომით ის ჰაბლის სურათზე გამოსახული კოლონების ზომას ნამდვილად არ ჩამოუვარდება: ყველაზე მასიურის ზომა, რომელიც მარჯვენა მხარესაა გამოსახული შეადგენს შვიდ სინათლის წელიწადს ! Eagle Nebula-ის (არწივისებრი ნისლი) შეფასებაც სწორედ ასეთი იყო.
Sh2-284 ირმის ნახტომის სპირალის ბოლოს მდებარეობს; ეს ადგილი ჩვენგან დაშორებულია 13 ათასი სინათლის წელიწადით. ასტრონომები ამ ობიექტს აძლევენ H II რეგიონის კლასიფიკაციას — ცხელი გაზის და პლაზმის ღრუბელი, რომელიც აქტიური ვარსკვლავთწარმოქმნის ადგილი ხდება. Sh2-284-ის ცენტრში არის გაფართოებული გროვა Dolidze 25 მისი ვარსკვლავები ნამდვილად ძალიან ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა, ის მერყეობს 1,5 დან 13მლნ წლამდე.
Dolidze 25-ის გამოსხივების და ქარების ერთობლივი მოქმედებით შეიქმნა სფეროსებრი ღრუ, რომელსაც თქვენ ფოტოგრაფიის ცენტრში ხედავთ. კოლონები უფრო მყარი გამოდგა ვიდრე ღრუბლების დანარჩენი ნაწილი სწორედ ამიტომ გაუძლეს მათ ეროზიას.


