Toshiba-ს ავსტრალიური ქვეგანყოფილების გენერალურმა მენეჯერმა რობ უილკინსონმა (Rob Wilkinson) კომენტარი გააკათა პლანშეტური კომპიუტერის Apple iPad 2-ის გამოსვლის შესახებ.

უილკინსონის განცხადებით Toshiba-s პლანშეტი, რომელიც არის Android 3.0 ვერსიის ბაზაზე ჯობია «აიპადს» მთელი რიგი პარამეტრებით. შეგახსენებთ, რომ Toshiba-მ თავისი პლანშეტი წარმოაგინა Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე. მოწყობილობას აქვს 10,1-დიუმიანი დისპლეი, ორბირთვიანი ARM-პროცესორი (პლატფორმა nVidia Tegra), 32 გბ მეხსიერება, Wi-Fi, GPS და ა.შ.

«ჩვენი პლანშეტი ცოტა უფრო მძიმეა ვიდრე აიპადი, მაგრამ სამაგიეროდ (Toshiba-773 გრ Apple-613 გრ ), მას აქვს ბევრი ფუნქცია, რომელიც არ გააჩნია iPad 2-ს», — აღნიშნა რობ უილკინსონმა. თუმცა მენეჯერს დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

ობიექტურად თუ შევადარებთ, ზოგიერთი პარამეტრებით Toshiba-ს პლანშეტი მართლაც აღემატება «აიპადს». მაგალითად, iPad 2-ის გარჩევადობა შეადგენს 1024×768 პიქსელი, ხოლო Toshiba-ს პლანშეტის გარჩევადობა არის 1280×800 პიქსელი. გარდა ამისა, მოწყობილობას გააჩნია მოხსნადი აკუმულატორული ელემენტი, USB და Mini USB პორტები.

სავარაუდოდ Toshiba-ს პლნაშეტის ღირებულება იქნება (500-დან 830 დოლარამდე).

გამოყენებულია SmartHouse-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.