httpvhd://www.youtube.com/watch?v=hPhFc6GqVdU

Google იშვიათად აანონსებს რაიმე სიახლეს წინასწარ, თუმცა ამ შემთხვევაში კომპანიამ გადაწყვიტა Blogger–ის განახლების შესახებ მის გამოჩენამდე განეცხადებინა მომხმარებლებისთვის.

დასაწყისისთვის, Blogger–ის ჯგუფმა ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი წარმოადგინა. ახალი დიზაინი არამხოლოდ თანამედროვე და დახვეწილია, არამედ ასევე იყენებს Google Web Toolkit–ს.

ასე გამოიყურება ჩანაწერების რედაქტორი:

ასე კი — ხელსაწყოების პანელი:

მწარმოებლები, ასევე, საინტერესო მატერიალების ახალი საძიებო სისტემის წარმოდგენასაც აპირებენ, რომელიც მომხმარებლის მიერ წაკითხული ბლოგების საფუძველზე განისაზღვრება:

2010 წელს სერვისი  ჩამოყალიბდა როგორც ერთ–ერთი უმსხვილესი ბლოგ–პლატფორმა და ვიზიტორთა რაოდენობით მეშვიდე ადგილზე გავიდა (Alexa–ს მონაცემებით). Blogger–ის მომხმარებლებმა ნახევარ მილიარდზე მეტი ჩანაწერი გამოაქვეყნეს, რომელიც 400 მილიონზე მეტმა ვიზიტორმა ნახა. მწამროებლებმა წარმოადგინეს შაბლონების დიზაინერი, რეალური დროის სტატისტიკა, კომენტარებში სპამების ფილტრაცია, მობილური შაბლონები და სხვა მრავალი რამ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე Blogger აღიარებულ იქნა როგორც ყველაზე სტაბილური ბლოგ–პლატფორმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.