კომპანია «აკელა» გევედრებათ, რომ არ გაიაროთ იმ მაღაზიასთან ახლოს, სადაც კომპიუტერული თამაშის დისკები იყიდება. ალბათ, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ გაყიდვაში გამოვიდა ახალი პროექტი, სახელწოდებით «APOX: უდაბნოს ომი».
APOX — რეალური დროის პოსტაპოკალიფსური სტრატეგია, რომელიც კაცობრიობის აღსასრულსა და დაუმთავრებელ ომებზე მოგვითხრობს. რატომ დადგა სამყაროს აღსასრული არავინ არ იცის: თუმცა, ზოგი ამბობს მზის კატაკლიზმებზე, სხვები რაღაც კომეტას ახსენებენ. მოკლედ, მოთამაშის უმთავრესი პირობა — გადარჩენა: ჩვენი უმთავრესი მიზანია მოვიცილოთ კონკურენტები და დავეუფლოთ საწვავისა და იარაღის დარჩენილ ნაწილს.
სტუდია BlueGiant–ის დეველოპერები აცხადებენ, რომ ისინი კინოტრილოგიის, « შეშლილი მაქსის» შთაგონებით მოქმედებდნენ. შედეგიც სახეზეა: ციხესიმაგრედ გადაქცეული ბენზინგასამართი სადგურები, უამრავი კრიმინალური დაჯგუფება, იარაღსა და ჯავშანში ჩამჯდარი მანქანები… მხოლოდ მელ გიბსონს ვერ იპოვით ვერსად. თუმცა არის ასობით რუკა, დონეების რედაქტორი, «კოოპერატივი», ასევე, მულტიფლეერ რეჟიმი 32 მოთამაშის მხარდაჭერით.
ყოველი შემთხვევისთვის: პლატფორმა — მხოლოდ PC.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=PzW39q3maRk
წყარო: «აკელა».

