4 თვეზე მეტი მუშაობის , უმარავი უძილო ღამის, და მთელი მსოფლიოდან ადამიანების მონაწილეობის შემდეგ მეამაყება, რომ ვუშვებ CyanogeMod 7.0 ვერსიას ამ ველურ სამყაროში!
CM7 ბაზირებულია Android 2.3.3 (Gingerbread) ვერსიაზე, ჩვენ ავიღეთ CM6-ის შესანიშნავი ფუნქციების უმრავლესობა, რომელიც თქვენთვის ცნობილია და ძალიან გიყვართ, დავამატეთ მას ბევრი ახალი, მათ შორის რამოდენიმე პლანშეტის მხარდაჭერაც. ამ წუთას შეგვიძლია 30 მოწყობილობის მხარდაჭერა! მე მიკვირს ჩვენი ქომიუნითის ყოველი წევრის თავდადება….არის რამოდენიმე CM6 ფუნქცია, რომელიც არ არის CM7-ში მაგრამ ისინი უკვე რიგშია და CM7.1-თან ერთად გამოვა.
მათთვის ვინც არ იცის რა არის Cyanogen MOD:
CyanogenMod არის ფირმვერი გარკვეული მობილური ტელეფონებისათვის, რომლებიც ბაზირებულია ღია-კოდით Android ოპ. სისტემაზე. მასში წარმოდგენილია ფუნქციები, რომლებიც არ არის ოფიციალურ Android-ში ასევე ვენდორის მიერ მოწოდებულ ფირმვერში.
ოფიციალურად მხარდაჭერილი მოწყობილობები:
ასევე არის მოდიფიკაციებიც სხვა მოწყობილობებისათვის, რომელიც ბაზირებულია CM-ის წყაროზე და პორტირებულია კონკრეტულ ვერსიებში.
ჩამოსატვირთად ნახეთ ოფიციალური საიტი ასევე დაგჭირდებათ “არაოფიციალური” Google Apps
წყარო: Cyanogen






