კომპანია Dell-მა წარმოადგინა პორტატული კომპიუტერი Alienware M14x.

სათამაშო ნოუთბუქს გააჩნია Intel-ის Core i7-ის სერიის პროცესორი, მოდელი 2820QM ტაქტური სიხშირით 2,3 გჰც.

ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს; შესაძლებელია მყარი დისკის დაყენება მოცულობით 750 გბ-მდე.

14-დიუმიან დისპლეის აქვს 1366×768 ან 1600×900 პიქსელი გარჩევადობა მოდიფიკაციის შესაბამისად.

ვიდეოსისტემა ბაზირდება GeForce GT 555M-ის დისკრეტულ გრაფიკულ ამაჩქარებელბზე 1,5 ან 3 გბ მეხსიერებით. გათვალისწინებულია D-Sub, HDMI და Mini DisplayPort შესაერთებლები გამოსახულების მონიტორზე ან ტელევიზორზე გადმოსაცემად.

სიახლის არსენალში შედის: 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, Wi-Fi ადაპტერი, შესაძლებელია WirelessHD მოდულის დაყენება, Bluetooth 3.0, 3G ან 4G (LTE ან WiMAX). ნოუთბუქის ზომები — 337×258×38 მმ, წონა— 2,92 გ.  ავტომატური მუშაობის დრო აღწევს ექვს საათამდე.

Windows 7-ის ოპერაციულ სისტემასთან ერთად კომპიუტერის ღირებულა შეადგენს 1 200 დოლარს.

გამოყენებულია Dell-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.