კომპანია Dell-ის დამაარსებელი და დირექტორი მაიკლ დელი (Michael Dell).

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ კომპანია Dell გეგმავს პლანშეტური კომპიუტერების გამოშვებას სხვადასხვა პროგრამულ-აპარატულ პლატფორმებზე.

როგორც მოსალოდნელია, ივნისში გამოვა პლანშეტი Streak Pro 10-დიუმიანი დისპლეით, nVidia Tegra T25-ის «სისტემა ჩიპზე»  ორბირთვიანი Cortex A9 პროცესორით ტაქტური სიხშირე 1,2 გჰც. ცნობილია, რომ სესნორული დისპლეის გარჩევადობა არის 1280×800 პიქსელი, ხოლო ოპერაციული სისტემის როლს შეასრულებს Android 3.0 (Honeycomb).

ოქტომბერში Dell გეგმავს 10-დიუმიანი პლანშეტის Latitude ST-ის გამოშვებას Windows 7-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. ის მიიღებს პროცესორს  Atom Z670 ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც, 2 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, ორ კამერას ( 1,3-მეგაპიქსელიანი წინ და 3-მეგაპიქსელიანი კორპუსის უკანა პანელზე), GPS-მიმღებს, აქსელერომეტრს, ხოლო მეხსიერების მოცულობა შეადგენს 128 გბ-ს. დისპლეის გარჩევადობა — 1366×768 წერტილი, ავტომატური მუშაობის დრო — 8 საათამდე.

ივლისში გამოჩნდება ნოუთბუქ-ტრანსფორმერი Latitude XT-3, 13-დიუმიანი სესნორული ეკრანით. მას აქვს მეორე თაობის Intel Core პროცესორი და 4 გბ ოპერატიული მეხსიერება. ოპერაციული სისტემა — Windows 7.

ინფორმაცია მოწყობილობების ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.