თამაში Driver: San Francisco მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვა, იუწყება გამომცემლობა Ubisoft.
მაინცდამაინც ზუსტი თარიღი არ არის, მაგრამ მუდმივ გადატანას ჯობია: თავიდან პროექტის რელიზი 2010 წლის ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, შემდეგ გამოცხადდა, რომ თამაში 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის მარტამდე გამოვიდოდა… როგორც იუწყებიან, სიახლე ერთდროულად ყველა პლატფორმაზე გამოვა, ესენია: PC, «მაკი», PS3, Xbox 360 და Wii.
Ubisoft Reflections–ის მიერ დამუშავებული თამაში, დეტექტივ ტანერზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი კომაში ჩავარდა, თუმცა ამ მდგომარეობაშიც არ წყვეტს დამნაშავეებზე ნადირობას. სიუჟეტი პოლიციელის სიზმარში ვითარდება — ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გველოდება «რაღაც ძალიან საინტერესო», უფრო ზუსტად შიზოფრენიული. მაგალითად, ტენერი ისწავლის გონების ძალით მანქანის მართვას, რომლის გამოყენებითაც დამნაშავეებს უგებს ხაფანგებს…
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=7cNV-HRnvk8
წყარო: Eurogamer

