Games

სარბოლო ექშენის, Driver: San Francisco–ს რელიზი სექტემბერში შედგება

თამაში Driver: San Francisco მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვა, იუწყება გამომცემლობა Ubisoft.

მაინცდამაინც ზუსტი თარიღი არ არის, მაგრამ მუდმივ გადატანას ჯობია: თავიდან პროექტის რელიზი 2010 წლის ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, შემდეგ გამოცხადდა, რომ თამაში 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის მარტამდე გამოვიდოდა... როგორც იუწყებიან, სიახლე ერთდროულად ყველა პლატფორმაზე გამოვა, ესენია: PC, «მაკი», PS3, Xbox 360 და Wii.

Ubisoft Reflections–ის მიერ დამუშავებული თამაში, დეტექტივ ტანერზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი კომაში ჩავარდა, თუმცა ამ მდგომარეობაშიც არ წყვეტს დამნაშავეებზე ნადირობას. სიუჟეტი პოლიციელის სიზმარში ვითარდება — ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გველოდება «რაღაც ძალიან საინტერესო», უფრო ზუსტად შიზოფრენიული. მაგალითად, ტენერი ისწავლის გონების ძალით მანქანის მართვას, რომლის გამოყენებითაც დამნაშავეებს უგებს ხაფანგებს...

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=7cNV-HRnvk8

წყარო: Eurogamer

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2011 ·არქივის შესახებ